ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1773259156
ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ერბილში მდებარე იტალიის სამხედრო ბაზაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
ანტონიო ტაიანი ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს და აღნიშნავს, რომ ყველა დეტალის გასარკვევად ერაყში იტალიის ელჩს ესაუბრა.
„საბედნიეროდ, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ბუნკერში უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან. ვუცხადებ მათ სოლიდარობას და მადლიერებას ყოველდღიური სამსახურისთვის“, – დაწერა ტაიანიმ სოციალურ ქსელში.