ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან ვხედავთ არასამართლიან მიდგომებს საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსა და ევროკავშირს ერთმანეთი სჭირდებათ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.
მაკა ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ალიევი აღნიშნავს: „მიუღებელია ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება. ეს კოლონიალისტების ქცევაა, შიდა საკითხები ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა“.
ბოჭორიშვილის თქმით, ევროპის მხრიდან ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე საუბრისას, შეუძლებელია, საქართველო არ იყოს ამ ყველაფრის მთავარი შემადგენელი ნაწილი.
„საქართველოსაც სჭირდება ევროკავშირი და ასეთივე დოზით სჭირდება ევროკავშირს საქართველო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი შეეხება დაკავშირებადობას, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებს და ალბათ ეს შეეხებოდა სწორედ იმ პროცესებს, რაც სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ ცენტრალურ აზიაში, ევროკომისიის ვიზიტსა და თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც ევროპა საუბრობს ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე, შეუძლებელია, საქართველოსთან ურთიერთობები გამოტოვო ამ დიალოგიდან და საქართველო არ იყოს ამ ყველაფრის მთავარი შემადგენელი, მდგენელი ნაწილი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.