მსოფლიოში, მსგავსი მხოლოდ 5 ოპერაციაა გაკეთებული - ქართველი ქირურგების დიდი წარმატება
1768929729
2026 წლის 22 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კარლოს რიკარდო მარტინს სელიასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკაზე და განიხილეს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.
აღინიშნა, რომ ბრაზილია წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანას და ლათინური ამერიკის რეგიონის სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლს რეგიონში, სავაჭრო კავშირების განვითარების კონტექსტში გადადგმულ ნაბიჯებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს.