„არ მენანები, შენ დანაშაულს არასდროს აღიარებ…“ - რას წერს ჯორჯინა
1769106385
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, დაკავებულნი არიან აქტივისტები, რომლებსაც ბრალად ედებათ მინესოტას ეკლესიაში საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზებაში დახმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
დაკავების შესახებ ინფორმაცია გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
თუმცა, ბონდის არ დაუკონკრეტებია, თუ რა ბრალდებას უყენებენ აქტივისტებს.
ხუთშაბათის დილის მონაცემებით, სასამართლო დოკუმენტები, რომლებიც ბრალდების დეტალებს ასახავს, საჯაროდ ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.