პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ხშირად აკეთებს ხოლმე ასეთ გაუგებარ განცხადებებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, სალომე ზურაბიშვილის მიერ შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტს მიუღებლად მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული განცხადება.
როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს მედიასთან აღნიშნა, ალომე ზურაბიშვილმა შალვა პაპუაშვილის განცხადება არასწორად განაზოგადა.
"სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ხშირად აკეთებს ხოლმე ასეთ გაუგებარ განცხადებებს. შალვა პაპუაშვილს ჰქონდა საუბარი კონკრეტულ ფაქტებზე, სადაც გამოიკვეთა კონკრეტული ახალგაზრდების მოსყიდვა. მაგალითად, 1000-ლარიან, 5000-ლარიან მოსყიდვაზე იყო საუბარი. ამაზე გააკეთა განცხადებები შალვა პაპუაშვილმა, რაც არასწორად განაზოგადა საქართველოს პრეზიდენტმა. არ ვიცი, შეცდომაში იყო შეყვანილი, თუ რატომ მოხდა ეს. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა მისგან ასეთ გაუგებარ განცხადებებს ვისმენთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს ზოგად დამოკიდებულებას, მაინც მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს თავისი პრინციპები და აქედან გამომდინარე, კრიტიკულ მომენტებში ის უკადრებელს არ იკადრებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.