მაია ელოშვილი: როგორ არ უნდა იცნობდე ქართველ ხალხს, რომ მომავალ პრემიერ-მინისტრად - მასობრივი სიძულვილის რეკორდსმენს, ყურმოჭრილ მონას და ყველა დროის ანტი-ომბუდსმენს - ნინო ლომჯარიას ამზადებდე და გეგონოს რომ გამოგივა

მაია ელოშვილი

„როგორ არ უნდა იცნობდე საქართველოს და ქართველ ხალხს, რომ მომავალ პრემიერ-მინისტრად - მასობრივი სიძულვილის რეკორდსმენს, ყურმოჭრილ მონას და ყველა დროის ანტი-ომბუდსმენს - ნინო ლომჯარიას ამზადებდე და გეგონოს რომ გამოგივა“- ამის შესახებ იურისტი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორ არ უნდა იცნობდე საქართველოს და ქართველ ხალხს, რომ მომავალ პრემიერ-მინისტრად - მასობრივი სიძულვილის რეკორდსმენს, ყოველგვარი ქართულისა და ლიდერის თვისებებისგან დაცლილს, კოლონიალისტური აზროვნების გადმონაშთს და ყურმოჭრილ მონას, ყველა დროის ანტი-ომბუდსმენს - ნინო ლომჯარიას ამზადებდე და გეგონოს, რომ გამოგივა. ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ისეთ პოლიტიკურ კრიზისშია, რომ ნიჭიერი მონებით სავსე საქართველოში, მაინცდამაინც ეს უნიჭო, სახედაკარგულ-ახეული მონა შეარჩია. "ორგვამა" ვანოს მადლი გფარავდეთ, სანამ კეკელა ლომჯარიას არ გაგიპრემიერებთ. ამომავალი ხელისუფლება“- წერს მაია ელოშვილი.