21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
ძალიან დიდი შოკის მომგვრელი იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და ზოგადად ეუთოს ლიდერშიფისთვის იმდენად დიდ ტყუილთან გვქონდა საქმე. თინა ბოკუჩავას დღევანდელი რიტორიკა, ისტერია, შეურაცხმყოფელი და ცრუ ბრალდებები - მათ შორის პირადად ჩემ მიმართ, ნათლად ცხადყოფს იმას, რომ დიპლომატიური სკანდალი, რაც გამოიწვია დღეს არის მისთვის ის საგანი, რისთვისაც მან თავი უნდა იმართლოს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
მისი თქმით, თინა ბოკუჩავას ტყუილის გამო ახლა თავს მართლება უწევს.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, განსხვავებით სხვა ორგანიზაციებისგან არ ითვალისწინებს არანაირ ფორმალურ დაჯგუფებებს, რაც არ უნდა პარტიული თანამოაზრეთა ჯგუფი იყოს. ხუმრობითაც, რომ ვთქვათ მე და ნიკოლოზ სამხარაძეც თანამოაზრეები ვართ და იგივე წარმატებით შეგვეძლო ჩვენც, რაღაც რეზოლუცია მიგვეღო თინა ბოკუჩავასეული გადმოსახედიდან. ამასთან თინა ბოკუჩავას დღევანდელი რიტორიკა, ისტერია, შეურაცხმყოფელი და ცრუ ბრალდებები - მათ შორის პირადად ჩემ მიმართ, ნათლად ცხადყოფს იმას, რომ მან ეს პოლიტიკური, დიპლომატიური სკანდალი, რაც გამოიწვია ეუთოსთან მიმართებით, დღეს არის მისთვის ის საგანი, რისთვისაც მან თავი უნდა იმართლოს. ჩვენ ვხედავთ, რომ მან რაღაც ფორმალური სახე მიაცემინა სავარაუდოდ თანამოაზრეებს „სახალხო პარტიაში“ იმ ე.წ. რეზოლუციაზე, რომლითაც აპელირებდა და რომელზეც საუბრობდა, რომ თითქოს ეუთოს გამოცემული იყო. ეს ძალიან დიდი შოკის მომგვრელი იყო, გულწრფელად ვიტყვი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და ზოგადად ეუთოს ლიდერშიფისთვის იმდენად დიდ ტყუილთან გვქონდა საქმე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი ამტკიცებდნენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მიმართ კრიტიკული შინაარსის არის. „ნაცმოძრაობის“ ტყუილი მალევე გამჟღავნდა.
„ქრონიკის“ კითხვის პასუხად, ეუთოს სპიკერი ადასტურებს, რომ თინა ბოკუჩავამ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ეუთომ საქართველოს წინააღმდეგ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო: გავრცელებული ცნობა, რომ ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, სიცრუეა.
ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან ნათქვამი ტყუილის გამართლებას ცდილობს. თინა ბოკუჩავას მოუწია იმის აღიარება, რომ რეზოლუცია, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულად წარმოაჩენდა, რეალურად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ შეხვედრაზე მიიღეს.