საღეჭი რეზინის მოხმარებასთან დაკავშირებულმა ახალმა კვლევამ მოულოდნელი შედეგი აჩვენა
1768133610
სასაცილოც კი არ არის, როდესაც „ქართულ ოცნებაზე“ ვინმე იტყვის, რომ შიდა კრიზისია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური ოპოზიციის, რომელი განშტოება, რას იტყვის „ქართულ ოცნებაზე“, მონათლავს თუ არა ამას შიდა კრიზისად, - ასე ეხმაურება„დღის ქრონიკასთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებმაც ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები „ქართულ ოცნებაში“ შიდა კრიზისად შეაფასეს.
მისი თქმით, აბსურდია „ქართულ ოცნებაში“ რაიმე სახის კრიზისზე საუბარი და მით უფრო ოპოზიციის მხრიდან.
„სასაცილოა, როდესაც ოპოზიცია შეიძლება რამეს ამბობდეს „ქართულ ოცნებაზე“. „ქართული ოცნება“, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ისე ძლიერია, როგორც არასდროს და აქვს ძალიან მკაფიო ხედვა ამ ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე, როგორც საგარეო მომართულებით, ასევე, საშინაო პოლიტიკის მიმართულებით.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური ოპოზიციის, რომელი განშტოება, რას იტყვის „ქართულ ოცნებაზე“, მონათლავს თუ არა ამას შიდა კრიზისად. ერთი მარტივი, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში არის ის, რომ ყველა ის დაპირება, მათ შორის ქვეყნის ამ ეტაპის განვითარებისა, რაზედაც ქართულმა ოცნებამ ისაუბრა წინასაარჩევნოდ, ეს სისრულეში მოდის ნელ-ნელა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კარგად ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და როგორი მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შენარჩუნებული იქნას დაცული, პროგნოზირებადი და კონკურენტული გარემო იმ გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რაც მთელს მსოფლიოშია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.