მაია ბითაძე: „ლელოს“ სარჩელი ღიმილის მომგვრელია, თავს კომიკურ მდგომარეობაში იგდებენ

მაია ბითაძე

„ლელო“, „ნაცმოძრაობის“ სხვა განშტოების მსგავსად, გამოირჩევა არაპროფესიონალიზმით, როგორც ქართული კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო ნორმების წაკითხვისა და გააზრების თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ სარჩელი ღიმილის მომგვრელია.

„მათი სამართლებრივი და პოლიტიკური კრახი არაერთხელ ვნახეთ, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ ხოლმე. არაერთხელ გვინახავს, მათთვის საერთაშორისო არენაზე წამოწყებული საქმეები როგორ სავალალოდ დამთავრდა. იგივე ბედი ელოდება მათ საკონსტიტუციო სარჩელს. „ლელო“-ს სარჩელი ღიმილის მომგვრელია, რადგან თავს კომიკურ მდგომარეობაში იგდებენ. ვურჩევ, როგორც იკითხება ეროვნული კანონმდებლობა, თვალი გადაავლონ ევროკავშირის პრაქტიკასაც, სადაც პარტიები აიკრძალნენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ პარტიას კონსტიტუციური სარჩელი აქვს მომზადებული, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს პერიოდში შეიტანს.