„70 % შაქარია, პალმისა და ქოქოსის მცენარეული ცხიმები, ემულგატორები, კვებითი დანამატები…“ – როგორია რძიანი ყავის შემადგენლობა

არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული რძიანი ყავის ერთჯერადი, 20 გრამიანი პაკეტების შესახებ საუბრობს, რომელიც მისი თქმით მხოლოდ 1,8 გრამს ყავის შეიცავს. 

სპეციალისტი ამბობს, რომ აღნიშნული პაკეტები, გარდა დიდი რაოდენობით შაქრისა, პალმისა და ქოქოსის მცენარეული ცხიმებს, ემულგატორებსა და რძის ცილებს შეიცავს.

 „იცით თუ არა, რომ ამ 20 გრამიან ყავის შეფუთვაში, ყავის რაოდენობა არის მხოლოდ 1,8 გრამი? დანარჩენი ინგრედიენტები ამ პროდუქტის შემადგენლობაში არის შაქარი, რომელიც დაახლოებით 60-70 % გვხვდება.მის შემადგენლობაშია სხვა და სხვა მცენარეული ცხიმები-პალმის, ქოქოსის და ასე შემდეგ – ემულგატორი სხვადასხვა კვებითი დანამატები და რძის ცილები“ , – ამბობს ირაკლი არაბული.