მადლობა მინდა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რაც გააკეთა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქართველი ხალხისთვის - ანა წითლიძე ფიშერზე

წითლიძე

პეტერ ფიშერმა საქართველოში მისია დაასრულა. გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. "მადლობა, ბედნიერად და "Auf Wiedersehen", - წერია მის განცხადებაში იქსზე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, გერმანიის ელჩმა, თავდასხმების მიუხედავად, შეძლო ბოლომდე ყოფილიყო ქართველი ხალხის გვერდით.

"მადლობა მინდა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქართველი ხალხისთვის. გერმანიის ელჩს, რომელმაც მიუხედავად საშინელი თავდასხმებისა, შეძლო ის, რომ ბოლომდე ყოფილიყო ქართული ფასეულობების და საქართველოს მოქალაქეების გვერდით. თუ რამე არადიპლომატიური იყო, თუ რამე არამეგობრული იყო, ეს იყო "ქართული ოცნების" რიტორიკა გერმანიის ელჩზე", - განაცხადა ანა წითლიძემ.