საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
1747841620
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე – "მაჭავარიანი საქართველოს წინააღმდეგ". იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგმა დაადგინა, რომ მომჩივნის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება არ დარღვეულა.
საქმე ეხებოდა 2020 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული მანიფესტაციის მიმდინარეობისას მომჩივნის ალექსი მაჭავარიანი მიერ შეშის მიტანის მცდელობისას მის ადმინისტრაციულ დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას. იუსტიციის სამინისტროს არგუმენტაციის საფუძველზე, მომჩივნის პრეტენზიების ძირითადი და არსებითი ნაწილი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ:
მომჩივნის მიმართ არსებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება წარიმართა ევროპული კონვენციის შესაბამისად და აღნიშნულ პროცესში დაცული იყო მხარეთა თანასწორობისა და სასამართლოს მიუკერძოებლების პრინციპი. მაჭავარიანის საქმეზე განცხადება გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, რომელშიც ნათქვამია რომ ევროსასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი ნაწილის დარღვევა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილობრივ სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული იყო ლექსო მაჭავარიანის დაკავება.