NASA: ამ კვირაში დედამიწას ძლიერი მზის შტორმი დაფარავს - ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ
1747861893
ანტონიო კონტეს „ნაპოლის“ დატოვება და „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Tuttosport-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, 55 წლის სპეციალისტი კონცენტრირებულია „პარტენოპეისთან“ ერთად სკუდეტოს მოგებაზე, რის შემდეგაც ნეაპოლის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
Tuttosport-ის ცნობით, კონტეს ტურინში დაბრუნება სურს, რაც „ბებერი ქალბატონის“ დირექტორთა საბჭოში უმრავლესობის სურვილს ემთხვევა. კერძოდ, ტურინული კლუბის მენეჯმენტში ფიქრობენ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ იგორ ტუდორმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა უნდა დატოვოს და ამაზე ვერც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იმოქმედებს.
„ახლა კონტე მხოლოდ პარასკევის მატჩზე ფიქრობს, როდესაც „ნაპოლიმ“ „კალიარის“ უნდა უმასპინძლოს. გამარჯვების შემთხვევაში „პარტენოპეი“ მეოთხეს, ხოლო ანტონიო კონტე მეხუთე სკუდეტოს მოიპოვებს. ამის შემდეგ გამოცდილ სპეციალისტს სურს დაბრუნდეს „იუვენტუსში“, რომელთან ერთადაც 2011-2014 წლებში ზედიზედ სამი ჩემპიონობა იზეიმა...“