მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ჩვენი არჩევანი ეროვნული დროშაა, მათი - ლგბტ დროშა

გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტს. ოპოზიციის უმრავლესობა ბოიკოტს აცხადებს და ისინი პროპაგანდის მხარეს დგანან.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, კანონის მხარდამჭერები ირჩევენ საქართველოს დროშას, მისი მოწინააღმდეგეები კი ლგბტ დროშას.

„ჩვენი არჩევანი ეროვნული დროშაა, მათი [ოპოზიციის] არჩევანი - ლგბტ დროშა. ჩვენ დავიცავთ ბავშვებს და საზოგადოებას ლგბტ პროპაგანდისგან, ისინი ხელს შეუწყობენ, რომ ბავშვებში ტრანსგენდერების პროპაგანდა იყოს და ათასი უბედურება. არჩევანს გააკეთებს ქართველი ხალხი, 26 ოქტომბერს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.