1745005362
ლოიდ ოსტინმა გულთბილად უმასპინძლა ჯუანშერ ბურჭულაძეს პენტაგონში, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრას ეხმაურება.
როგორც საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედია. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა გულთბილად უმასპინძლა მინისტრ ბურჭულაძეს პენტაგონში, სადაც ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განიხილა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის ძალების ძალისხმევისადმი, განამტკიცოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები. თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ ჩვენი ერთგული მხარდაჭერაც“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402