„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.
როგორც ოსტინი წერს, შეხვედრაზე განიხილეს შეერთებული შტატების ვალდებულება, დაეხმაროს საქართველოს შეკავების და თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაში.
„ვესაუბრე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს. განვიხილეთ შეერთებული შტატების ვალდებულება, დაეხმაროს საქართველოს შეკავების და თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაში, ასევე საქართველოს მიმდინარე თავდაცვის რეფორმები, საქართველოს და სამხრეთ კავკასიის წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“, – წერს ოსტინი.