რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღესაც გაიმართება.
2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია ამჯერად აფრასიძეებისა და ბუტა რობაქიძის საქმეს განიხილავს. კომისიის კითხვებს აფრასიძეების ოჯახის ორი წევრი და ბუტა რობაქიძის მამა უპასუხებენ.
სხდომაზე დაბარებულები არიან ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე, ისინი მისვლას არ აპირებენ.
ოპოზიციაში განმარტავენ, რომ, ამ კომისიის მუშაობით, უმრავლესობის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების გადაფარვას ცდილობენ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ილია ინჯიას განცხადებით, დაბარებული პირების არგამოცხადება მეტყველებს იმაზე, რომ მათ კითხვებზე პასუხები არ აქვთ.
"ბუტა რობაქიძის საქმეს მოვისმენთ, ბატონი სოსო მობრძანდება, დააფიქსირებს პოზიციას, მოგვიყვება მისი მხრიდან ამ ისტორიას. ასევე, ვიმსჯელებთ აფრასიძეების საქმეზე.
შეიძლება, ბევრი რამე ვიფიქროთ იმაზე, რომ არ მოდიან - ერთი, რომ ადამიანს არ გაქვს კითხვებზე პასუხი, ან ეს პასუხები არის დანაშაულებრივი, ამისგან თავის არიდებას ცდილობენ. ლოგიკურია, რომ მათ დისკომფორტი ექნებათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის დროს", - განაცხადა ილია ინჯიამ.
რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848