ლიზა გეგეჭკორი: ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში - მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს "ნაცსაც" რომ გაუკვირდება

ლიზა გეგეჭკორი

შალვა ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. რატომ? იმიტომ, რომ ვითომ სიდებილით და იუმორით ნიღბავს საკუთარ გაყიდულობას და ვითომ ძაან საყვარლობით ცდილობს ხალხს მოაჩვენოს, თითქოს და სულ იბრძვის, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ნათელაშვილი უტიფრად უარყოფს სააკაშვილისთვის საკრებულოს თავმჯდომარის ადგილის მიყიდვას, თითქოს ან ფაქტების გადამოწმებაა რთული, ან მეხსიერება წაეშალა ხალხს.

"ვინმეს ჰგონია, ისეთი სულელია, „დაუნ ვი დიქტეიტე“ რომ იძახა თეთრი სახლის წინ, არ იცოდა როგორ უნდა გამოეთქვა? გადასარევად იცოდა, უბრალოდ ამითაც იმჟამინდელი რეჟიმის თამაში ითამაშა - ერთის მხრივ ამერიკელებისთვის იმის საჩვენებლად, როგორი „დემოკრატი“ იყო სააკაშვილი, რომ ოპოზიციონერს შეეძლო ქვეყნიდან თავისუფლად წასულიყო და რეჟიმის საწინააღმდეგო ქმედებები განეხორციელებინა და მეორეს მხრივ იმის, რამდენად „დებილი“ ოპოზიცია იყო საქართველოში, რომ ამხელა გზაზე ჩასულ კაცს არ შეეძლო, სამი სიტყვა გამართულად ეთქვა ინგლისურ ენაზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თავის დროზე სააკაშვილს რომ მიჰყიდა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი, საიდანაც ის 9 წლიანი უბედურება დაიწყო და ახლა გამოდის და უტიფრად უარყოფს, თითქოს ან ფაქტების გადამოწმებაა რთული, ან მეხსიერება წაეშალა ხალხს. მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მე მგონი სულ ტყუილად, სიცილით სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, ნაცსაც რომ გაუკვირდება," - წერს გეგეჭკორი.