როგორ მოვამზადოთ გათბობის ქვაბი ცივი სეზონისთვის - რჩევები „თერმო ცენტრისგან“

თერმოცენტრი

ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად სახლის გათბობის სისტემის გამართულად მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ხშირად გათბობის ქვაბს მხოლოდ მაშინ ვაქცევთ ყურადღებას, როდესაც ტემპერატურა იკლებს და მისი აქტიურად გამოყენების საჭიროება დგება. თუმცა, სისტემის წინასწარი შემოწმება და პროფილაქტიკური მომსახურება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემები სწორედ მაშინ, როდესაც გათბობა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

გათბობის ქვაბის რეგულარული მოვლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი გამართული მუშაობისთვის, არამედ ენერგოეფექტურობის, უსაფრთხოებისა და მოწყობილობის ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად.

კომპანია „თერმო ცენტრი“, რომელიც 2001 წლიდან გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების მიმართულებით ოპერირებს საქართველოში, მომხმარებლებს ურჩევს, გათბობის სეზონის დაწყებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაითვალისწინონ. ხოლო, საუკეთესო ხარისხის გათბობის ქვაბს ყველაზე ბიუჯეტურ ფასად სწორედ აქ ნახავთ.

1. გათბობის ქვაბის პროფილაქტიკა სეზონის დაწყებამდე

გათბობის ქვაბი რთული ტექნიკური მოწყობილობაა, რომლის ეფექტური და უსაფრთხო მუშაობისთვის რეგულარული პროფესიონალური მომსახურებაა საჭირო.

რეკომენდებულია ქვაბის ტექნიკური შემოწმება წელიწადში ერთხელ, სასურველია შემოდგომაზე, გათბობის აქტიური სეზონის დაწყებამდე. რეგულარული და კვალიფიციური მოვლა ხელს უწყობს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გახანგრძლივებას და ქარხნული პარამეტრების მაქსიმალურად შენარჩუნებას.

პროფილაქტიკური მომსახურების დროს სპეციალისტმა უნდა შეამოწმოს ქვაბის ძირითადი კომპონენტები და დარწმუნდეს, რომ სისტემა უსაფრთხოდ და გამართულად მუშაობს.

2. წვის კამერისა და სანთურას გაწმენდა

ექსპლუატაციის პროცესში ქვაბის წვის კამერასა და სანთურაზე შესაძლოა დაგროვდეს მტვერი, ჭვარტლი და სხვა ნარჩენები. დაბინძურებამ შეიძლება ხელი შეუშალოს წვის პროცესის ეფექტურობას და გავლენა მოახდინოს მოწყობილობის მუშაობაზე.

სწორედ ამიტომ პერიოდული პროფესიონალური გაწმენდა ქვაბის ტექნიკური მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

მნიშვნელოვანია, რომ გაზის ქვაბის შიდა კომპონენტების გაწმენდა და ტექნიკური ჩარევა განხორციელდეს კვალიფიციური სპეციალისტის მიერ.

3. თბომცვლელის მდგომარეობის შემოწმება

ქვაბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი თბომცვლელია. წყლის ხარისხისა და სისტემის ექსპლუატაციის პირობების მიხედვით, დროთა განმავლობაში მის ზედაპირზე შესაძლოა წარმოიქმნას მინერალური ნადები.

ნადების დაგროვება აფერხებს სითბოს ეფექტურ გადაცემას და შეიძლება გახდეს ენერგიის დამატებითი მოხმარების ერთ-ერთი მიზეზი.

საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტი ახორციელებს თბომცვლელის გაწმენდას ან სპეციალური საშუალებებით გამორეცხვას, რაც ხელს უწყობს მისი ეფექტურობის შენარჩუნებას.

 

4. შეამოწმეთ სისტემაში წყლის წნევა

ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პარამეტრია, რომლის კონტროლიც თავად მომხმარებელს შეუძლია.

ქვაბის მანომეტრზე პერიოდულად შეამოწმეთ სისტემაში არსებული წნევა. კონკრეტული ქვაბის დასაშვები მაჩვენებელი ყოველთვის მწარმოებლის ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს, თუმცა ბევრ საყოფაცხოვრებო სისტემაში, როდესაც სისტემა ცივია, წნევა დაახლოებით 1.2–1.5 ბარის ფარგლებშია.

თუ წნევა მნიშვნელოვნად შემცირდა, სისტემას შესაძლოა წყლის დამატება დასჭირდეს. თუმცა, თუ წნევა ხშირად ეცემა ან მუდმივად გიწევთ წყლის დამატება, ეს შეიძლება მიუთითებდეს სისტემაში სხვა პრობლემაზე და რეკომენდებულია სპეციალისტის ჩართვა.

5. გაფართოების ავზის შემოწმება

გაფართოების ავზი გათბობის სისტემაში წნევის სტაბილურობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

თუ ავზში ჰაერის წნევა არასაკმარისია ან კომპონენტი გამართულად აღარ მუშაობს, წყლის გაცხელებისას სისტემაში წნევა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს. შედეგად შესაძლებელია დამცავი სარქვლის ამოქმედება და წყლის გამოშვება.

გაფართოების ავზის დიაგნოსტიკა და წნევის სწორად რეგულირება პროფესიონალ სპეციალისტს უნდა მიანდოთ.

6. ყურადღება მიაქციეთ რადიატორებსაც

ცივი სეზონისთვის მომზადება მხოლოდ ქვაბის შემოწმებას არ გულისხმობს -მნიშვნელოვანია მთლიანად გათბობის სისტემის გამართულობა.

თუ რადიატორის ნაწილი ცივია, გათბობა არათანაბრად ნაწილდება ან სისტემიდან უჩვეულო ხმა ისმის, შესაძლოა საჭირო იყოს ჰაერის გამოშვება ან დამატებითი დიაგნოსტიკა.

ასევე სასურველია შემოწმდეს მილები, შეერთების ადგილები და რადიატორები შესაძლო გაჟონვის ნიშნებზე.

7. არ დაელოდოთ პირველ ცივ დღეებს

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა გათბობის სისტემის შემოწმების გადადება მანამ, სანამ მისი ყოველდღიურად გამოყენება არ გახდება საჭირო.

სეზონის დაწყებამდე ქვაბის სატესტოდ ჩართვა საშუალებას გაძლევთ დროულად აღმოაჩინოთ შესაძლო გაუმართაობა, მაგალითად, თუ ქვაბი არ ირთვება, ვერ აღწევს სასურველ ტემპერატურას, აჩვენებს შეცდომის კოდს, გამოსცემს უჩვეულო ხმას ან სისტემაში წნევა არასტაბილურია.

ასეთ შემთხვევაში პრობლემის მოგვარება უმჯობესია გათბობის აქტიური სეზონის დაწყებამდე.

რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული ტექნიკური მომსახურება?

გათბობის ქვაბის პროფილაქტიკა მხოლოდ გაუმართაობის პრევენცია არ არის. სწორ და რეგულარულ მომსახურებას შეუძლია ხელი შეუწყოს:

  • ქვაბის უსაფრთხო ექსპლუატაციას;
    ენერგოეფექტურობის შენარჩუნებას;
  • გაზისა და ენერგიის ზედმეტი მოხმარების შემცირებას;
  • შესაძლო ტექნიკური პრობლემების დროულ აღმოჩენას;
  • მოწყობილობის სამუშაო რესურსის გახანგრძლივებას;

  • გათბობის სისტემის სტაბილურ მუშაობას მთელი ზამთრის განმავლობაში;

გათბობის ქვაბები და სრული მომსახურება „თერმო ცენტრში“

„თერმო ცენტრის“ ცენტრალური გათბობის ქვაბების ასორტიმენტში წარმოდგენილია Ariston, Squirrel და Ecoon. ბრენდების სხვადასხვა მოდელი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, შეარჩიოს კონკრეტული სივრცის, გათბობის სისტემის, საჭიროებებისა და ბიუჯეტის შესაბამისი გადაწყვეტა.

„თერმო ცენტრი“ მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ გათბობის ქვაბების ფართო არჩევანს, არამედ სრულ მომსახურებას - პროფესიონალურ კონსულტაციას, შესაბამისი სისტემის შერჩევაში დახმარებას, მონტაჟსა და ავტორიზებულ ტექნიკურ სერვისს.

პროდუქცია წარმოდგენილია ოფიციალური გარანტიით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გათბობის სისტემის მსგავსი გრძელვადიანი ინვესტიციის შემთხვევაში.

თერმო ცენტრში“ შესაძლებელია როგორც პრემიუმ, ისე საშუალო და ბიუჯეტური კატეგორიის გათბობის ქვაბების შერჩევა.

კომპანიის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ენერგოეფექტური გათბობის სისტემები, რომლებიც კონკრეტული სივრცისა და საჭიროებების შესაბამისად იქნება შერჩეული.

გათბობის ქვაბების სრული ასორტიმენტის, მოდელებისა და ტექნიკური მახასიათებლების ნახვა შესაძლებელია „თერმო ცენტრის“ ვებგვერდზე და კომპანიის ფილიალებში.

„თერმო ცენტრი“ - შენი კომფორტის ცენტრი.