ცნობილია ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა - ტრაგედია ზუგდიდში
1788247656
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებისთვის ეკოსაგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის, მათი მნიშვნელობისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეინჯერების როლს და მათ ყოველდღიურ საქმიანობას, მათ შორის, დაცული ტერიტორიების პატრულირებას, ველური ბუნების მონიტორინგს, ხანძრების პრევენციასა და სხვადასხვა გამოწვევაზე რეაგირებას.
ახალგაზრდები ასევე გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობას, რომლებსაც რეინჯერები ბუნების დაცვისა და დაცულ ტერიტორიებზე მონიტორინგის პროცესში იყენებენ.
ეკოსაგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, უკეთ გაიცნონ საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობა, მიიღონ ინფორმაცია გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ და თავად ჩაერთონ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების პროცესში.
მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას, გარემოსდაცვით საკითხებზე მათი ცნობიერების ამაღლებასა და ბუნების დაცვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი სწორედ ახალგაზრდული და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს.