ლიეტუვა და ლატვია ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ ე.წ არჩევნებს გმობენ

ე.წ არჩევნები

ლიეტუვა და ლატვია ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ არასამართლებრივ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გმობენ და მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამის შესახებ მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები ტვიტერზე წერენ.

„ლიეტუვა არ აღიარებს ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას, რომელსაც არალეგალურად ოკუპირებულ საქართველოს ცხინვალი/ სამხრეთ ოსეთის რეგიონში რუსეთის ფედერაცია მართავს. ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენულობის მიმართ“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

"ლატვია არალეგალურად მიიჩნევს და არ აღიარებს ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ რომელიც 10 აპრილს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ცხინვალის რეგიონში იმართება. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ტვიტერზე წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.