ლევან ჟორჟოლიანი ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა

ლევან ჟორჟოლიანი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკას სხვადასხვა მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული კავშირები და მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები მზარდი ტემპით ვითარდება, რასაც 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც ადასტურებს.

საუბარი შეეხო ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებს.