აბიტურიენტთა საყურადღებოდ! - 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარი განახლდა
1786356322
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსით, 2026 წლის ივნისში ინფლაციამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც 0.3 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 5.5-პროცენტიან ინფლაციაზე.
რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 4.9%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 5.0%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -1.6%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 8.3%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – -2.0%; ჯანმრთელობა – 4.7%; ტრანსპორტი – 14.7%; ინფორმაცია და კომუნიკაცია – -5.3%; დასვენება, სპორტი და კულტურა – 4.6%; განათლება – 2.5%; რესტორნები და ღამისთევის მომსახურება – 5.7%; დაზღვევა და საფინანსო მომსახურება – 2.4%; პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი – 10.4%.
საქსტატმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება 2022 წლიდან დაიწყო.