7 ოქტომბერს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1759763358
აუცილებლად გაირკვევა, რატომ არ იყო კოორდინაცია, რატომ წარიმართა მოვლენები ისე, როგორც წარიმართა, ბევრ დეტალს მოეფინება ნათელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სანიკიძე წერს, თავად ორგანიზატორები, მათი ოჯახის წევრები საუბრობენ გეგმის არევაზე, ღალატზე.
„იმედი მაქვს, მალე „ტვ პირველი“ გუბაზიჩს, გუბაზის ბიჭს, მილიონეროვიჩს და „პოსტივის“ ქარდებს არ გამოაცხობს თავის ფეიჯზე. არაუშავს, იმუნიტეტი გამომუშავებული მაქვს, თუმცა ეგ მირჩევნია იმას, რასაც დღეს კერავთ. ქოცებსაც კი არ უკადრიათ ის, რაც თქვენ დღეს მაკადრეთ – სიმხდალე და გაქცევა. არაფერი მაქვს თქვენთან სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, რამდენჯერ სად ვიყავი და ვისთან ერთად ვიყავი. დამატებით დეტალები შსს-ს ეცოდინება, ოხრად კამერებია და ისეთი მონდომებული ხართ ჩემი ლოკაციების დასადგენად, აუცილებლად მოგაწვდიან. რატომ არ იყო კოორდინაცია, რატომ წარიმართა მოვლენები ისე, როგორც წარიმართა, ეს აუცილებლად გაირკვევა და ბევრ დეტალს მოეფინება ნათელი. თავად ორგანიზატორები, მათი ოჯახის წევრები საუბრობენ გეგმის არევაზე, ღალატზე, გადაგდებაზე. ყველაფერი უნდა გაირკვეს, სხვანაირად არ გამოვა. უბრალოდ, მე მომადგე და ბრალი დამდო ადამიანების გაყიდვაში, მიტოვებაში, არის წარმოუდგენელი ამბავი. ცხოვრებაში კაცი არ გამიყიდია, ჩემი კიარა, სხვისი პარტიის ლიდერების დაჭერის დროს მივსულვარ, საუბარი ზედმეტია მეგობრებზე. არც არავის ვემიჯნები, ამ ხალხმა აჩვენა მაგალითი, ყველა ივანიშვილის ტყვეობაშია. დანარჩენი, რა როგორ წარიმართა, რა იყო საწყისი გეგმა, ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები, ვინც დააღალატა, იმედი მაქვს, მალე გავიგებთ“, – წერს ლევან სანიკიძე.