ჯორჯინამ მეუღლის ყველა ფოტო წაშალა... – ესპანური მედია წერს, რომ ილია თოფურია მეუღლეს დაშორდა
1759770711
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
მინისტრმა გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იქნება წყლის რესურსების და კატასტროფების რისკის ეფექტიანი მართვის მიმართულებით საფრანგეთის გამოცდილების გაზიარება.
საუბარი შეეხო სასურსათო უსაფრთხოების, აგრარულ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ექსპერტული ცოდნის გაზიარების, ექსპორტის ზრდის, ირიგაციის, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების ამოქმედების თემაზეც.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ესწრებოდა.