გაზის მიწოდება 7800 აბონენტს დროებით შეუწყდება – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს
1741891078
ლევან ქარუმიძე, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გაკეთებულ მაია სანდუს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც შეშფოთებას გამოხატავდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე წერს, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე.
"ეს სახელმძღვანელო მაგალითია იმისა, თუ როგორ აღწევს დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე. საქართველოში ყველა პატიმარს რომ ჰქონოდა ისეთივე პირობები, როგორიც ახლა მიხეილ სააკაშვილს აქვს, ბევრი პოსტსაბჭოთა ოლიგარქი სიამოვნებით მოიხდიდა აქ თავის სასჯელს“, - წერს ქარუმიძე.
ცნობისთვის: მოლდოვა უერთდება საქართველოს ხელისუფლებისადმი ზელენსკის მოწოდებას, რომ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის საშუალება მიეცეს.
"ვნერვიულობ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებიდან გამომდინარე სიცოცხლისთვის საშიში გართულებების გამო", - წერს სანდუ.
Heads of states should know better. This is a textbook example of how #disinfo & propaganda permeates ppl in the highest level of state institutions. If every inmate in #Georgia had similar conditions as MS has now, many post-Soviet oligarchs would gladly serve their time here🥴 https://t.co/zwLKBbdf5Y
— Levan Karumidze (@KarumidzeL) December 21, 2022