ლევან ნიკოლეიშვილი: ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენი ინიციატივა არ მოდის დემოკრატიულ პრინციპებთან თანხვედრაში, ვინაიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, რომელსაც აქვს დემოკრატიული სისტემა და არ ებრძვის დამნაშავეებს და დანაშაულს

ლევან ნიკოლეიშვილი

ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ჩვენი ინიციატივა არ მოდის დემოკრატიულ პრინციპებთან თანხვედრაში, ვინაიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, რომელსაც აქვს დემოკრატიული სისტემა და რომელიც არ ებრძვის დამნაშავეებს და არ ებრძვის დანაშაულს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„დანაშაულის ხელშეწყობა და მხარდაჭერაც არის სერიოზული დანაშაული. ეს არ ეხება პოლიტიკურ სიმპათიას, ეს ეხება დამნაშავის მხარდაჭერას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია. მათ გარდა პოლიტიკური პასუხისმგებლობისა უნდა დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

„კრებსითი ნაციონალური მოძრაობა“ რასაც აკეთებდა წლების განმავლობაში და რასაც აკეთებს დღეს, როდესაც ამას ეთანხმება ადამიანების გარკვეული რაოდენობა, მნიშვნელობა არ აქვს რა რაოდენობაზეა საუბარი, ეს იმას ნიშნავს, რომ მხარს უჭერენ მათ მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულში. უფრო მეტიც, ეს ადამიანები მზად არიან, რომ მათ დანაშაულში ხელი შეუწყონ“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.