ისრაელზე ირანის იერიშის შედეგად არის მსხვერპლი - თელ-ვივსა და პეტახ-ტიკვაში რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, ჰაიფაში დაზიანებულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

ვგ

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ირანის თავდასხმას ისრაელში სამი ადამიანი ემსხვერპლა. ათობით მოქალაქე დაიჭრა.

ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სხვადასხვა ადგილას რაკეტები მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა, გაჩნდა ხანძარი.

ჰაიფაში დაზიანებულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

აფეთქებებია თელ-ვივში და პეტახ ტიკვაში, ქალაქებში რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

იერიშებს ახორციელებს ისრაელიც, მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის შეფი, გენერალი მოჰამედ კაზემი.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაბომბვას 3 დღის განმავლობაში 128 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ქალები და ბავშვები.

როგორც ""როიტერი"" წერს, ირანი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ვიდრე ისრაელის თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას გეგმავდა, თუმცა ტრამპმა გადაწყვეტილებას ვეტო დაადო.

აშშ-ის პრეზიდენტის აცხადებს, რომ ღია იქნება ისრაელ-ირანის კონფლიქტში პუტინის შუამავლის როლისთვის. ტრამპის თქმით, პუტინი ამისთვის მზადაა. ტრამპის იდეას ეწინააღმდეგება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიგანმარტავს, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკებებისთვის არ აქვს საკმარისი ავტორიტეტი.