გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი „ქრონიკის“ ეთერში აცხადებს, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში და მის ირგვლივ ხდება, წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინის ან საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით ევროპული უსაფრთხოებისთვის.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა სახის სანქციები იქნება დაწესებული. ეს უნდა იყოს ისეთი სანქციები, რომელიც რეალურად შეაჩერებს პუტინს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პოლიტიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც მადა გახსნილი აქვს. დასავლეთის მხრიდან დაშვებულია უამრავი შეცდომა და პუტინს შერჩა ის, რაც მან გააკეთა 2008 წელს და ყირიმში. დონეცკსა და ლუგანსკში მიმდინარე ქმედებები გუშინ არ დაწყებულა. ამიტომ სანქციები და პრევენციული ზომები ცოტა ადრე იყო მისაღები. პუტინი ხედავს, რომ მისი დასჯის მექანიზმი არ არსებობს. როგორც კი პუტინი იგრძნობს, რომ მას შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენონ, ის გაჩერდება. რუსეთს უნდა აიძულონ პატივი სცეს საერთაშორისო ნორმებს“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, ქართული ოპოზიციის ქმედებას ამ ვითარებაში არ უნდა მიენიჭოს დიდი მნიშვნელობა.
„ისინი უბრალოდ ქულებს იწერენ. ვინ საუბრობს ქმედითი ნაბიჯების გატარებაზე? ის ხალხი ხომ არა, ვინც თავის დროზე ევროპულ რეზოლუციაში ხელი მოაწერეს იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ცხინვალი დაიბომბა კასეტური ბომბებით. კარგი იქნება, თუ ისინი თავს შეიკავებენ პოპულიზმისგან და აცლიან იმ ხალხს საქმის კეთებას, ვისაც ეს მათზე უკეთესად შეუძლია. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიბრძნე, სხვა ვარიანტი ჩვენთვის არ არსებობს“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.