ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
ეს არის აბსურდი, ვინაიდან მე ვერ ვხედავ ვერავითარ სერიოზულ მიზეზს იმისათვის, რომ დღეს მოხდეს რაღაც ისეთი მარშრუტების შესწავლა გორსა და ქუთაისში, რომლებიც საბჭოთა წარსულის კვლევასთან დაკავშირებით ვიღაცას რაღაცაში დაეხმარება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად, საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია.
როგორც საელჩო წერს, პროექტი შექმნის ახალ ტურისტულ მარშრუტებს გორსა და ქუთაისში, რომელიც შეისწავლის საქართველოს საბჭოთა წარსულს.
„ეს არის აბსურდი, ვინაიდან მე ვერ ვხედავ ვერავითარ სერიოზულ მიზეზს იმისათვის, რომ დღეს მოხდეს რაღაც ისეთი მარშრუტების შესწავლა გორსა და ქუთაისში, რომლებიც რაღაც საბჭოთა წარსულის კვლევასთან დაკავშირებით ვიღაცას რაღაცაში დაეხმარება. აბსურდულობას მატებს კიდევ ის ამბავიც, რომ ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საფრანგეთის საელჩომ ამ მიზნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, თვითონ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ უნდა იყოს დაინტერესებული დონორი დღეს ამ საკითხის ასეთი შესწავლით, ვინაიდან მილიონი გამოწვევაა, მილიონი საინტერესო საკითხია, თუნდაც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, მასთან საქართველოს დამოკიდებულება, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ა.შ. აქ არის შეფარული მიზნები და ამაში ჩვენ დავრწმუნდებით იმ შემთხვევაში, თუკი ეს კვლევა არ განხორციელდება იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც ჩვენ შემოგვთავაზეს“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, ფარული მიზნები უკვე დიდი ხანია გარკვეულია, თუნდაც ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე - ჯერჯერობით ვერცერთმა ევროპულმა სახელმწიფომ ვერ გაბედა ღიად მიელოცა საქართველოს ხელისუფლებისთვის არჩევნებში გამარჯვება, ან ღიად ესაუბრა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მათ მიაჩნიათ, რომ მიზანშეწონილია საქართველოსთან მიმართებაში.
„ჩვენ საპირისპიროდ ვიღებთ კრიტიკას, აბსურდულ მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში თითქოს მდგომარეობა არის კრიზისული, კატასტროფული, დემოკრატიას დაშორებული და ა.შ. თუკი ასე არის ეს ყველაფერი, როგორც ისინი ამბობენ, მაშინ რა დროს ქუთაისის და გორის ტურისტული გზების შესწავლაზეა საუბარი. უფრო მნიშვნელოვანი ეს საკითხები ყოფილა. ესე იგი, ერთი მხრივ, ჩვენ ვიღებთ ასეთ განცხადებებს, ასეთ კრიტიკას უცხოეთიდან, ჩვენი ევროპელი დაუძინებელი მეგობრებისგან, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ასეთი მდგომარეობაა საქართველოში და ამ დროს ვხედავთ სხვა სურათს, რომ საფრანგეთის საელჩო მიუხედავად დიდი წუხილისა სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მაინც უფრო მეტად ამ გზის შესწავლით არის დაინტერესებული“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.