ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
ჩვენი მიზანია, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია და საგანმანათლებლო კავშირები ჰქონდეთ, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომისა და საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა.
მგალობლიშვილის თქმით, დროებით დევნილი ახალგაზრდების ხელშეწყობა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და საგანმანათლებლო პროცესების აქტიური ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.
„განათლება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ მომავალ თაობებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი განათლების მიღების პროცესში“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530