ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
ოპოზიციის სახე და ღირებულებები ნანახი გვაქვს, მათ შორის მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გვახსოვს, სადამდეც მიიყვანეს ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, დღეს, პირადი დაპირისპირებებისა და შურისძიებების ფონზე, კიდევ ერთხელ იკვეთება მათი მთავარი ღირებულებები.
„ეს ღირებულებები იზომება ვალუტაში, ფულში, პიროვნულ სარგებელში. ასეთი ბედი უწერია ყველას, ვისთვისაც მეასეხარისხოვანია სახელმწიფო ინტერესები და პირადი გამორჩენის მიზნით არიან პოლიტიკაში. 40 მილიონის თემა ახლა ხომ არ დაწყებულა? ეს არის გაგრძელება მთელი იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის, რომელსაც ჯერ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვაკვირდებოდით და ახლა ვითომ ოპოზიციაში ყოფნისას. ეს პოლიტიკური ცირკი ამ ყველაფრით არ დაწყებულა და არც დასრულდება. შეგვიძლია, ამ პროცესს ღიმილით ვუყუროთ და დავტკბეთ, რადგან ეს სახელმწიფოს წაადგება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.