„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
სამწუხაროდ, ამდენი გაფრთხილების, პრევენციული განცხადების მიუხედავად, მაინც ვხედავთ ძალადობას თბილისის ქუჩებში, - განაცხადა პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
მისვე თქმით, ჰქონდათ მოლოდინი, რომ ცალკეულ შემთხვევებში მსგავსი ინციდენტები იქნებოდა.
„მათთვის საქართველო, თბილისი არ წარმოადგენს ღირებულებას. ეს არ არის მათი სამშობლო, მათი ოჯახი - როდესაც ასეა, მათთვის მარტივია ის ძალადობა, ის რადიკალიზმი, დაპირისპირება, რასაც მათგან ვხედავთ. არც არის გასაკვირი. რეალურად ეს არის მათი პოლიტიკური გენეტიკა, ეს არის მათი შინაგანი უკულტურობა. ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა ამის მოლოდინი, ცალკეულ შემთხვევებში იქნებოდა ასეთი ინციდენტები. თითოეულ ასეთ ძალადობრივ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება“, - განაცხადა მახაშვილმა.