პირველკლასელთა რეგისტრაციას კიდევ ერთი ახალი ეტაპი ემატება
1764781578
ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან და არა პირიქით, იყოს დახურული სისტემა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მახაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ბრიუსელმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა იყოს სუფთა კორუფციისგან და მოსყიდვებისგან.
„ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან და არა პირიქით, იყოს დახურული სისტემა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრიუსელმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა იყოს სუფთა კორუფციისგან და მოსყიდვებისგან. არა ის, რომ დასაჯოს სხვა სახელმწიფოები როდესაც ისინი ცდილობენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების დაფუძნებას საკუთარ ქვეყნებში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.