ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან - დაღუპულთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში

სტიქია

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა.

რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერმა წყალდიდობამ ინდონეზიაში, მალაიზიაში, ტაილანდსა და შრი ლანკაში მილიონობით ადამიანი დააზარალა.

შრი ლანკაში ციკლონ „დიტვას“ მიერ გამოწვეული წყალდიდობებისა და მეწყრების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 334 ადამიანი. ეს კუნძულზე ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მძიმე სტიქიური უბედურებაა.

ინდონეზიაში, ოფიციალური პირების თქმით, 442-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 402 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ზოგიერთ რაიონში მაშველები კვლავ ვერ ახერხებენ მისვლას.

ტაილანდში ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წყალდიდობას, სულ მცირე, 162 ადამიანი ემსხვერპლა.