ლევან მაჭავარიანი: ვერანაირი საფუძველი ვერ იარსებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმემ გვთხოვოს, ან მითუმეტეს, მოგვთხოვოს რომ ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები

ლევან მაჭავარიანი

ვერანაირი საფუძველი ვერ იარსებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმემ გვთხოვოს, ან მითუმეტეს, მოგვთხოვოს რომ ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

„აუთო/ოდირმა შეაფასა ეს [საპარლამენტო არჩევნები] როგორც კონკურენტული. მათ ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ ცესკო-მ მოახდინა ძალიან მაღალ დონეზე ამ არჩევნების ადმინისტრირება. ასევე ხაზგასმული იყო, რომ ნებისმიერ სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი გარემო, რომ ეწარმოებინა თავისი საარჩევნო კამპანია. შესაბამისად, ვერანაირი საფუძველი ვერ იარსებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმემ გვთხოვოს, ან მითუმეტეს, მოგვთხოვოს რომ ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.