ლევან მაჭავარიანი: სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ

ლევან მაჭავარიანი

როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატი გამოეხმაურა სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენის საკითხს.

„კითხვის ნიშნებიც ალბათ ჩვენი საზოგადოებისთვის ამოწურულია თუ რატომ მოხდა ისე, რომ სულ რამდენიმე თვით ადრე, სანამ აგვისტოს სანამ აგვისტოს ომი მოხდებოდა, ამოიღო ეს მუხლი კანონიდან ნაციონალურმა მოძრაობამ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენის საკითხს პარლამენტი სესიაზე პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.