1692302192
ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის ელჩისა და სერგი კაპანაძის ფარულ შეხვედრაზე: როდესაც ეს შეხვედრები არის აბსოლუტურად მიკერძოებული, ჩვენ ველოდებით განმარტებებს
როდესაც ეს შეხვედრები არის აბსოლუტურად მიკერძოებული, ჩვენ ველოდებით განმარტებებს, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძისა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ოლივიე კურტოს ფარულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
„როდესაც ეს შეხვედრები არის აბსოლუტურად მიკერძოებული და ხვდება იგი [ელჩი] რადიკალებს - „ენჯეო“ სექტორს, რომელიც რადიკალების განუყოფელი ნაწილია, ჟურნალისტებს, რომლებიც პირდაპირ „ნაცმედიას“ წარმოადგენენ, სერგი კაპანაძეს და ა.შ., იქ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. შესაბამისად ჩვენ ველოდებით განმარტებებს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საკუთარ სახლში ოპოზიციის მასპინძლობის შემდეგ, საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ ამჯერად საელჩოში სერგი კაპანაძე მიიღო.










