გულის შეტევამდე ერთი დღით ადრე პაციენტებს კონკრეტული სიმპტომი აწუხებთ
1693733404
ურთიერთობის რესურსი რჩება და ჩვენ არა ერთხელ გაგვიცხადებია, რომ ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან და ევროკავშირთან დამოკიდებული იყო რამდენიმე ფაქტორზე. ეს იყო საქართველოში ჩატარებული არჩევნები, ამერიკაში ჩატარებული არჩევნები ორივე დამთავრდა სასურველი შედეგით, რომ ვერ გაემარჯვა ბატონ ტრამპს, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებდით „დემოკრატების“ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას, თუმცა თქვენ თვითონ ატყობთ რამდენი თანხვედრა არის ღირებულებების ნაწილში ბატონ ტრამპთან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა, წამყავნის კითხვის საპასუხოდ, რომელიც აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის რესურსს შეეხებოდა.
მისი თქმით, ურთიერთობების გადატვირთვისთვის მთავარი კომპონენტი არის უკრაინაში ომის დასრულება, რაზედაც საუბრობს დონალდ ტრამპი. ამ შემთხვევაში კი საქართველოსთან მიმართებით გაქრება მთავარი ინტერესი, რაც მეორე ფრონტის გახსნას უკავშირდება.
„მთავარი კომპონენტი ეს არის უკრაინაში ომის დასრულება და იმედია, რომ ეს ტრაგედია მალე მორჩება. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება ის ცუდი ინტერესი, რაც იყო საქართველოს მიმართ, მეორე ფრონტის ინტერესი გაქრება და შესაბამისად ძალიან იოლი იქნება ურთიერთობების გადატვირთა აშშ-თან, რაც ავტომატურად პოვებს ასახვას ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვაზე“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპმა ბრძოლა გამოუცხადა „დიფ სთეითს“, რასაც „ქართული ოცნება“ „გლობალური ომის პარტიად“ მოიხსენიებს.
„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იგი დაამარცხებს ამ ძალებს. მინიმუმ შეასუსტებს აშშ-ში ვინაიდან ისინი არიან შემოქმედები იმ პრობლემებისა, რა პრობლემებიც საქართველოს დაუდგა ამ სამი წლის განმავლობაში და სწორედ მათ ემსახურებიან ჩვენი რადიკალური ოპოზიციური ძალების ლიდერები. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც კი ბატონი ტრამპი ამას შეძლებს შეერთებულ შტატებში, ეს ტენდენცია უკვე გადავა ევროკავშირში, რისი პირველი ნიშნებიც შეინიშნება. და ამ ყველაფრის ფონზე უკვე ძველ ნიშნულებზე ურთიერთობების დაბრუნება იქნება ძალიან მარტივი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.