"განადგურდება პაპის ბეჭედი..." - რა ხდება პაპის გარდაცვალების შემდეგ და როგორ აირჩევენ ახალს
1745227016
იმის შესაძლებლობაც ექნებათ, რომ თუ რაიმე ისეთი განაჩენი დადგება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, რომელიც არ დააკმაყოფილებთ, ყველაფერი გაასაჩივრონ სტრასბურგში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით.
წამყვანმა მას ჰკითხა, არის თუ არა საკმარისი საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებული ინფორმაციები საკმარისი იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები აიკრძალოს, მაშინ, როდესაც ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს ქვეყანაში ოპოზიცია აღარ იყოს.
„[აკრძალვისას] საუბარია „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ბატონმა მამუკა მდინარაძემ [ბრიფინგზე] ამას ხაზი გაუსვა, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაფუძნებული სამართლებრივი საფუძველი. საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და ეს აღარ იქნება მხოლოდ 2012 წლამდე რეჟიმის შესწავლა, აქ იქნება 2003 წლიდან დღემდე. ვისაც ჩვენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ვეძახით, აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ, ძირის გამომთხრელ ქმედებებს ჩვენი სახელმწიფოსთვის. ყველა ამისთვის აგებს პასუხს. მათ მოუწევთ თავის მართლება და ამის შესაძლებლობა ექნებათ. იმის შესაძლებლობაც ექნებათ, რომ თუ რაიმე ისეთი განაჩენი დადგება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, რომელიც არ დააკმაყოფილებთ, ყველაფერი გაასაჩივრონ სტრასბურგში.
ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებ სტატისტიკას - ყველაზე რეზონანსულ საქმეებს, რომელსაც პოლიტიკურს უწოდებდნენ, იგივე ბატონი სააკაშვილის, გვარამიას, მელიას, უგულავას საქმე, სადაც მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, 100:0 დამთავრდა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით. შესაბამისად, არა მგონია, რომ ამით [გასაჩივრებით] თავი დაიძვრინონ. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენი გაქრობა სურთ პოლიტიკური ველიდანო, ამ შემთხვევაში, დესტრუქციულ ოპოზიციას ვეხებით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
უკვე აშკარაა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.