1787929966
ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
მისივე თქმით, მამუკა მდინარაძე თავის სამშობლოს, თავის გუნდს წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურებოდა.
„მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. იგი ემსახურებოდა თავის სამშობლოს, თავის გუნდს კეთილსინდისიერად და მთელი მისი ეს მოღვაწეობა დაფუძნებული იყო პატრიოტიზმზე, პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე. დანამდვილებით ვიცი, რომ სხვა მიზეზი არ არსებობს იმის გარდა, რაც თავად განაცხადა ბატონმა მამუკა მდინარაძემ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას და პოლიტიკას ტოვებს.












