ლევან მაჭავარიანი: ათეულობით „ენჯეო“, რომელსაც კოლექტიურ ლომჯარიებს და კოლექტიურ გიგაურებს ვუწოდებთ, პირდაპირ ემსახურებიან რევოლუციის მოწყობას, ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას, საპატრიარქოს რეპუტაციის შერყევასაც

ლევან მაჭავარიანი

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი „ენჯეოები“ მუშაობდნენ ქვეყნის სუვერენიტეტის შესუსტებაზე, ასევე პროპაგანდას უწევდნენ ანტიეროვნულ საკითხებს.

„არის ათეულობით მავნებელი „ენჯეო“, რომლებსაც კოლექტიურ ლომჯარიებს და კოლექტიურ გიგაურებს ვუწოდებთ. საზოგადოებაში მათი რეიტინგი შეიძლება ნულის ტოლი იყოს. პირდაპირ ემსახურებიან ქვეყანაში ჩვენი სუვერენიტეტის რღვევას, რევოლუციის მოწყობას, ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას, ქვეყნის იდენტობის დაზიანებას, საპატრიარქოს რეპუტაციის შერყევასაც და ა.შ - ყველაფერს იმას, რაც არაქართულია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.