1692302192
ილია თოფურია საჩემპიონო ბრძოლის წინ მხიარულ კადრებს გვიზიარებს

UFC-ს ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს.
„მადლობა, რომ ჩემთან ერთად აღნიშნავთ გამარჯვებას“ – წერს ილია და მხიარულ კადრებს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ილიამ მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 29 ივნისს ლას ვეგასში 28 წლის ქართველი მებრძოლი 35 წლის ბრაზილიელს, ჩარლზ ოლივეირას შეხვდება. აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს თოფურიამ 70.3 კგ დააფიქსირა, ხოლო ოლივეირას წონა 70.08 კგ იყო.
მაქსიმალური დასაშვები წონა 70.3 კგ-ია. შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია. მან ქამარი თებერვალში საკუთარი ნებით დათმო და განაცხადა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც საჩემპიონო ბრძოლას ჩაატარებდა. 28 წლის ქართველი მებრძოლი ოლივეირასთან ბრძოლას დაუმარცხებელი ხვდება. შერეულ ორთაბრძოლებში მან 16 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო.