მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს - ამინდი ევროპის ქვეყნებში
1751126406
მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და უთანხმოება ოპოზიციაში. პარტია "ლელო" პოზიციას არ ცვლის და ოპოზიციურ სპექტრს დიალოგისკენ მოუწოდებს. მათივე თქმით, ლიდერების დაკავება მათ სტრატეგიაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივ არჩევნებს გამოსავლად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს. მათ შორისაა "ნაციონალური მოძრაობაც". პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ოპოზიციის ორ წარმომადგენელს შიმშილობა აქვს დაწყებული.
პარტიის "მოქალაქეები" დამფუძნებელი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურ კოლეგებთან ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება სურთ.
"თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით, სწორად ნაბიჯების გადადგმით, შეგვიძლია, ძალიან დავაზიანოთ რეჟიმი. გვაქვს გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები და ამაზე ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ. გვინდა, რომ არგუმენტები გავცვალოთ ჩვენს დანარჩენ ოპოზიციურ კოლეგებთან და ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე შევთანხმდეთ," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
განცხადება გააკეთა პარტიის "ახალი" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, თენგიზ თევზაძემ.
"სამწუხაროდ, ადამიანებმა გადაწყვიტეს არჩევნების გზა, ელენემ და გედიმ გადაწყვიტეს დაუმორჩილებლობის გზა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს, ამ არჩევნებში და ამ პროცესში თანამშრომლობას. ჩვენ ვიცით, ვისთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ მომავალში, ვინ არის რეალურად წინააღმდეგობის მოძრაობაში გამწევი ძალა. ვისაც თანამშრომლობა უნდა, ეს მათი არჩევანია," - აცხადებს თენგიზ თევზაძე.