ხვიჩა კვარაცხელია უკვე ბათუმშია - ფეხბურთელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის "რუბინი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ბათუმის "დინამოსთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

23 მარტს კვარაცხელიამ რუბინთან ხელშეკრულება დროებით შეაჩერა, ამჯერად კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა, რაც იმას ნიშნავს რომ ის რუსეთში აღარ დაბრუნდება.

ორ აპრილს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "თელავს" უმასპინძლებს, სავარაუდოდ ამ შეხვედრაში შედგება კვარაცხელიას დებიუტი.

21 წლის ფეხბურთელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა, რომელიც ამავდროულად ბათუმის "დინამოს" საპატიო პრეზიდენტია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული, მათ შორის იტალიის "ნაპოლი". იტალიურ პრესაში ქართველ ფეხბურთელს, ლორენცო ინსინიეს შემცვლელად განიხილავენ.