საკვები, რომელიც უზმოზე (არ) უნდა მიიღოთ
1705421659
მიმაჩნია, რომ როდესაც საქმე გვაქვს ქალ ჟურნალისტთან, რომელიც საკმაოდ ცნობილია საზოგადოებისთვის, სასამართლომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მტკიცებულებების სტანდარტს, რომელსაც პროკურატურა წარუდგენს, - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას.
„რამდენიმე საათის წინ მე მოვაწერე ხელი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, სადაც ჩვენ შევაფასეთ ის დოკუმენტი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის მიგვემართა, რომ მან უკეთ ნახოს, შეისწავლოს ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მიიღეს პატიმრობის გადაწყვეტილება.
საქმე იმაშია, რომ პატიმრობა არის აღმკვეთი ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა და პატიმრობამდე, სხვა ბევრი აღმკვეთი ღონისძიების საშუალებას ითვალისწინებს, მათ შორის გირაოს, თავდებობას და ა.შ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შეთავაზებული იყო საკმაოდ მაღალი გირაო. მაგრამ სასამართლომ არ გაიზიარა. მე არ ვაპირებ თვითონ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე საუბარს. მნიშვნელოვანია, რომ ის სტანდარტი, რომელიც ამ თვალსაზრისით სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს და შეაფასოს მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურამ წარადგინა, რომ არის თუ არა საკმარისი ისინი პატიმრობის გამოსაყენებლად და სხვა არცერთი ღონისძიება არ არის დამზღვევი მისი მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების, ეს უკეთ შეისწავლოს და ამაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილებები. მე მიმაჩნია, რომ მიდგომა, ასეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს ქალ ჟურნალისტთან, რომელიც საკმაოდ ცნობილია საზოგადოებისთვის, სასამართლომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მტკიცებულებების სტანდარტს, რომელსაც პროკურატურა წარუდგენს“,- აღნიშნა იოსელიანმა.
მისივე თქმით, ყველა გარემოების გათვალისწინებით, იმ მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის, პოლარიზაციის, დაპირისპირების, რაც საზოგადოებაში არსებობს, სასამართლოს რბილი მიდგომა ამ პროცესებს მეტად წაადგებოდა.