ლევან იოსელიანი - „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები ამუნათებენ ყველას, ვინც „ოცნებასთან“ ერთად უკრაინაში წასვლას გადაწყვეტს, როგორც წესი, დელეგაციაში ოპოზიცია და უმრავლესობა ერთად არიან

იოსელიანი

მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს საშუალება ეძლევა, დელეგაციაში იყოს და უკრაინელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადოს. ამას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უსწრებდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისი გამოიჩინა.

„ახლა პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია პოლიტიკური პარტიებისთვის. ადგილი ყველასთვის არის, ახლა ვინ წავა თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. არწამოსვლა დიდი უპასუხისმგებლობა იქნება, როგორც ხალხის, ასევე უკრაინელების მიმართ, რადგან ეს არ არის პოლიტიკური ღონისძიება, ესაა სამძიმარზე წასვლა. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დილიდან წერენ პოსტებს და ამუნათებენ ყველას, ვინც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად წასვლას გადაწყვეტს. „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კი არ მივდივართ, საპარლამენტო დელეგაცია მივდივართ. როგორც წესი, დელეგაციაში ოპოზიცია და უმრავლესობა ერთად არის, მაშინ საერთოდ არ უნდა ვიაროთ. ყველაფერი ასეთ სისულელეებამდე ხომ არ უნდა დავიყვანოთ, – განაცხადა იოსელიანმა.