ლევან იოსელიანი: მუშაობა და რეფორმების გატარებაა საჭირო, რათა კითხვარის შევსების შედეგი ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელი იყოს

იოსელიანი

რას ვეუბნებით ამ კითხვარში? რომ ყველაფერი კარგადაა? არ არის ყველაფერი კარგად. ამას მუშაობა და რეფორმების გატარება სჭირდება, რათა ამ კითხვარის შევსების შედეგი ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელი იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მან კომენტარი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოსთვის გადმოცემულ კითხვაზე გააკეთა.

„გამოგზავნილ კითხვარში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რა პასუხს ვცემთ? რას ვეუბნებით, რომ ყველაფერი კარგადაა, თუ რაღაცებია გასაკეთებელი? - მე ამაზე მაქვს საუბარი! ინსტიტუციური განვითარების სხვა მიმართულებით, ძალაუფლების განაწილების მიმართულებით, დემოკრატიული სტანდარტის გაზრდის მიმართულებით, სადაც პრობლემები გვაქვს, რას ვეუბნებით ამ კითხვარში? რომ ყველაფერი კარგადაა? არ არის ყველაფერი კარგად. ამას მუშაობა და რეფორმების გატარება სჭირდება, რათა ამ კითხვარის შევსების შედეგი ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელი იყოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.