„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მონობანკმა გადაწყვიტა კლიენტებისთვის საკრედიტო ლიმიტების დაბრუნება, მაგრამ არა სრულად. ამის შესახებ ბანკის თანადამფუძნებელმა ოლეგ გოროხოვსკიმ ტელეგრამის თავის არხზე განაცხადა.
„ჩვენ განვიხილეთ, როგორ დავაბრუნოთ საკრედიტო ლიმიტები. ეს უნდა გაკეთდეს, რადგან ამ სიტუაციაში სწორია. ეს არ არის ბანკირების ან ბიზნესმენის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მტრის სახეში შეფურთხებაა“, - წერს გოროხოვსკი.
საკრედიტო ლიმიტები 25 თებერვალს ნაწილობრივ დაბრუნდება. მათი დახარჯვა შესაძლებელი იქნება ყველაზე საჭიროზე: სავაჭრო ოპერაციებზე, კომუნალურ მომსახურებაზე და მობილურის შევსებაზე.