„ლელო“, როგორც ნაცებთან აფილირებული პარტია, სააკაშვილის მიერ იყო მიგზავნილი ინაშვილთან, რადგან პირდაპირ სვლა ბევრ უხერხულობას გამოიწვევდა - ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტს ეხმიანება. 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს ნაცებიც, „ლელოც“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ამ ხელისუფლების მაგინებლები არიან. ინაშვილის ვიზიტი მერე „ოცნებას“ მიეწერებოდა, „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში არ გამოუვიდა ამ კარტის გათამაშება მიშა სააკაშვილს ჯაფარიძის და ინაშვილის მონაწილეობით. 

„მთელი მსოფლიოს ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომზეა მიპყრობილი. შესაბამისად, აქტუალური NATO-ს მინისტერიალია, სადაც ყველა ვიმედოვნებთ რაღაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მაგრამ რა ვქნა, თუ როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს მაინც ჯერ თავის ქვეყნის ბედი ანაღვლებს და ეფიქრება. დღე არ გავა, რაღაც ახალი და უცნაური არ მოხდეს ქართულ პოლიტიკურ ველზე, რასაც რადიკალები და მათი ტელევიზიები, მცდელობას არ აკლებენ კატასტროფად შემოგვასაღონ. თან, მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება ხოლმე, ხანდახან გაანალიზებასაც ვერ ასწრებ.

ამჯერად დიდი ამბავი ატყდა „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტის შესახებ. სანამ ამ თემაზე ვისაუბრებ და ჩემს პრორუსობის ან პროამერიკელობის შესახებ იმსჯელებთ, განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა შევახსენო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის ლიდერად რუსეთის მოქალაქე ჰყავს. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ ხედვას, მკაცრად პროქართულია და ამაზე ტყუილად ნუ შემედავებით! დავუბრუნდეთ ირმა ინაშვილის რუსეთში ვიზიტს. არ გამოვიდა რადიკალების მტკიცება იმაზე, რომ თითქოს ინაშვილი ამ ხელისუფლების საიდუმლო ემისრად გახლდათ მოსკოვში. ეს სრული აბსურდია, რადგანაც არ მალავს ეს ხალხი სად და რატომ იყვნენ! აქ უფრო სხვა ეჭვები ჩნდება: გახსოვთ ალბათ, ირმა ინაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის საიდუმლო შეხვედრა. მედიამ რომ გაიგო, მერე არჩევნების შესახებ ვისაუბრეთო (დავიჯერეთ როგორ არა).

ამის პარალელურად, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას „ჰოი საოცრებავ“ მხარი დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (მერე „ლელოს“ ლიდერმა კანდიდატურა მოხსნა რუსთავში, უკრაინის მოვლენების გამოო. გეგონება, მეორე დღეს ფრონტის ხაზზე გაჩნდა და კუდით ქვა ასროლინა რუსებს). აქ სხვა სურათი იკვეთება, „ლელო“, როგორც ნაცებთან აფილირებული პარტია, სააკაშვილის მიერ იყო მიგზავნილი ინაშვილთან, რადგან პირდაპირ სვლა ბევრ უხერხულობას გამოიწვევდა. თან ნაცებიც, „ლელოც“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ამ ხელისუფლების მაგინებლები არიან.

ესეც ხომ ფაქტია... ინაშვილის ვიზიტი მერე „ოცნებას“ მიეწერებოდა, „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში არ გამოუვიდა ამ კარტის გათამაშება მიშა სააკაშვილს ჯაფარიძის და ინაშვილის მონაწილეობით...არადა, მანამდე იყო საქართველო რუსეთს იარაღს აწვდის, მეორე ფრონტი გავხსნათ, დეკანოიძის შავი ხვრელები და ასე შემდეგ...როგორც ჩანს გაგრძელებები იქნება, უბადრუკი, ხელმოცარული, ალოგიკური, მაგრამ იქნება...მაგრამ გაშიფვრაც ადვილად მოხდება!“- წერს ნიკოლეიშვილი.